Homeკითხვა-პასუხიA კომპანიამ 6 წლის ვადით იჯარით გადასცა B კომპანიას ფართი.A კომპანიამ B...

A კომპანიამ 6 წლის ვადით იჯარით გადასცა B კომპანიას ფართი.A კომპანიამ B კომპანიისაგან გარანტიის სახით მოითხოვა 50000 $, რომელსაც უკან დაუბრუნებს მას 6 წლის შემდგომ. უნდა დაიბეგროს თუ არა ეს საგარანტიო თანხა დღგ-ით?

Published on

spot_img

კითხვა: A კომპანიამ 6 წლის ვადით იჯარით გადასცა B კომპანიას ფართი.
A კომპანიამ B კომპანიისაგან გარანტიის სახით მოითხოვა 50000 $, რომელსაც უკან დაუბრუნებს მას 6 წლის შემდგომ, თუ B კომპანია არ დაარღვევს გადახდის პირობებს და დროზე ადრე არ გავა ფართიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საგარანტიო თანხა დარჩება A კომპანიის საკუთრებაში.
იჯარის ხელშეკრულებაშიც დევს ეს პუნქტი და B კომპანია თანახმაა ამ პირობაზე.
უნდა დაიბეგროს თუ არა ეს საგარანტიო თანხა დღგ-ით? და თუ დაიბეგრება, მაშინ როგორ დავიბრუნებთ ამ დღგ-ს, მოიჯარისთვის თანხის (50000 $-ის) დაბრუნების შემდეგ?

პასუხი: გარანტიის თანხა არ უნდა დაიბეგროს. როგორც კითხვის პირობებიდან ჩანს, იჯარის ხელშეკრულებაში A კომპანიის მიერ ჩადებულია პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა B კომპანიისგან, თუ ის დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს (მაგალითად, არ გადაიხდის დროულად, ან ნაადრევად ცალმხრივად შეწყვეტს იჯარას), ხოლო ეს 50000 $ არის სწორედ ამ პირგასამტეხლოს უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა. ეს საგარანტიო თანხა არ არის საქონლის/მომსახურების მიწოდების საზღაური და არ იბეგრება დღგ-ით. ვინაიდან პირგასამტეხლოს თანხები ასევე არ იბეგრება დღგ-ით, ამიტომ არც იმის საგადასახადო რისკი არსებობს, რომ ზემოაღნიშნული საგარანტიო თანხა დღგ-ით დაბეგვრის მიზნით პირგასამტეხლოდ დაკვალიფიცირდეს.
დღგ-ით დაბეგვრის რისკი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას, თუ იჯარის მსვლელობის პროცესში საგარანტიო თანხა მიმართული (ჩათვლილი) იქნება იჯარის საფასურის ანაზღაურებაში. ამან შეიძლება უბიძგოს საგადასახადო ორგანოს საგარანტიო თანხის იჯარის ავანსად გადაკვალიფიცირებაში დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის. სხვა შემთხვევაში, ამგვარი გადაკვალიფიცირება მოსალოდნელი არ არის კონკრეტული მოცემულობებიდან გამომდინარე.
თუმცა, აქ არის ასეთი საყურადღებო საგადასახადო ნიუანსი: მართალია, გარანტია არ იბეგრება დღგ-ით, მაგრამ რადგან ასეთი გადახდა მოთხოვნილია იჯარის ხელშეკრულებით, ხოლო გარანტიის გადახდილი თანხა A კომპანიის თავისუფალ განკარგვაშია, გამოდის, რომ გარდა თავად იჯარის საფასურისა, მეიჯარე მოიჯარისაგან ითხოვს და ფაქტობრივად იღებს 6-წლიან უპროცენტო სესხს. აღნიშნულის გამო, საგადასახადო ორგანომ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ამ სესხით სარგებლობის საბაზრო პროცენტი შინაარსობრივად წარმოადგენს იჯარის დამატებით საზღაურს და მისი გაანგარიშებითი თანხა ყოველთვიურად ჩართული უნდა იქნეს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, როგორც დამატებითი საიჯარო გადასახდელი.

Latest articles

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...

More like this

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...