Homeკითხვა-პასუხიერთწლიან საბანკო დეპოზიტს, რომელიც დაიდო 09.01.2024 წ. და დასრულდა 09.01.2025 წ., საწარმომ...

ერთწლიან საბანკო დეპოზიტს, რომელიც დაიდო 09.01.2024 წ. და დასრულდა 09.01.2025 წ., საწარმომ 2024 წლის ბოლოს დღეთა პროპორციის მიხედვით უნდა დაარიცხოს თუ არა მისაღები %-ები მათი წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით? რა ოდენობით?

Published on

spot_img

კითხვა: ერთწლიან საბანკო დეპოზიტს, რომელიც დაიდო 09.01.2024 წ. და დასრულდა 09.01.2025 წ., საწარმომ 2024 წლის ბოლოს დღეთა პროპორციის მიხედვით უნდა დაარიცხოს თუ არა მისაღები %-ები მათი წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით? რა ოდენობით? საწარმო აღრიცხვისთვის იყენებს მსს ფასს-ს.

პასუხი: დამკვიდრებული სააღრიცხვო პრაქტიკაა, რომ პროცენტიან სესხებზე (როგორც გაცემულზე, ასევე მიღებულზე) და საბანკო დეპოზიტებზე პროცენტის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად, დარიცხვის მეთოდით, ანუ არ არის დამოკიდებული პროცენტების ფაქტობრივად მიღების/გადახდის დროზე. ამიტომ საწარმომ 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით უნდა აღიაროს საბანკო დეპოზიტიდან მისაღები პროცენტები პერიოდის პროპორციულად (ანუ, 1-წლიანი პერიოდიდან რამდენი დღე მოექცა 2024-ში). საბანკო დეპოზიტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ პროცენტების მიუღებლობის რისკი პრაქტიკულად არ არსებობს.
ამასთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში ეს საბანკო დეპოზიტი მოკლევადიანია, 2024 წლის წილხვედრი პროცენტების დარიცხვა უნდა მოხდეს წრფივი მეთოდით, ანუ სესხის დისკონტირება არ ხდება.
მაგალითად, ვთქვათ ერთწლიანი საბანკო დეპოზიტის თანხაა 100000 ლარი, ხოლო დეპოზიტის წლიური პროცენტი _ 9%. ანუ, 09.01.2025 წ. დეპოზიტის დახურვის შემდეგ საწარმოს საბანკო ანგარიშზე დამატებით დაერიცხება 9000 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელი ნაკიანი (366-დღიანი) იყო, 2024 წლის ბოლოს საწარმომ თავის აღრიცხვაში უნდა ასახოთ მისაღები პროცენტი დეპოზიტიდან:
დ-ტი 1810 კ-ტი 8110 [(366-9)/366]*9000=8778.69 ლარი.
აქვე შევნიშნავთ, რომ ზოგი საბანკო დეპოზიტის ხელშეკრულების მიხედვით 1-წლიანი პროცენტის გაანგარიშება ხდება არა 365 ან 366 დღიდან, არამედ 360 დღიდან გამომდინარე. თუმცა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ფინანსური ანგარიშგების შედგენის დღისთვის საბანკო დეპოზიტი უკვე დახურულია და დარიცხული პროცენტის თანხა ზუსტად არის ცნობილი, 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასასახი მისაღები პროცენტის თანხის გაანგარიშება რთული არ იქნება.

Latest articles

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...

More like this

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...