Homeააფ-მედიასაქართველოს საგარეო ვალს საგანგაშო ნიშნულისთვის არ მიუღწევია

საქართველოს საგარეო ვალს საგანგაშო ნიშნულისთვის არ მიუღწევია

Published on

spot_img


მთავრობა მომავალ წელს ახალი, 500 მილიონიანი ევროობლიგაციის გამოშვებას აპირებს

საქართველოს საგარეო ვალი თითქმის ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლისი აღმოჩნდა გასული წლის ბოლო, როდესაც საგარეო ვალი დაახლოებით 200 მლნ დოლარით შემცირდა წინა წელთან შედარებით. დანარჩენი ბოლო წლების განმავლობაში, საგარეო ვალი მუდამ ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საგარეო ვალის უსასრულოდ გაზრდა შეუძლებელია – ქვეყანას კრედიტორები ფულს მანამ ასესხებენ, სანამ დარწმუნებულები არიან, რომ სახელმწიფოს მისი დაფარვა შეუძლია. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა მდგომარეობაა საქართველოში საგარეო ვალდებულებების მიმართ და რომელ სექტორს რამხელა საკრედიტო ტვირთი აწევს.
წლიური მაჩვენებლების მიხედვით თუ ვნახავთ, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანმა საგარეო ვალმა 25.2 მლრდ აშშ დოლარი (70.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის მშპ-ის 74.5 პროცენტია.
ცხრილი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი ბოლო წლების მიხედვით

ცხრილშიც ჩანს და წინა წლებში ცნობილი გახდა საგარეო ვალის ყველაზე სწრაფად გაზრდის მიზეზი 2020 წელს. მაშინ, მთავრობამ საგარეო ვალი მკვეთრად გაზარდა – ჩOVID-19-ის პანდემიის ფონზე, ბიუჯეტს დამატებითი რესურსები დასჭირდა. შესაბამისად, მშპ-თან მიმართებაშიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 81.5% იყო. 2021-2024 წლებში მართალია საგარეო ვალი სულ უფრო იზრდებოდა, მაგრამ რადგან მშპ უფრო მეტად გაიზარდა, ეს შეფარდება კლებისკენ წავიდა.
2024 წლის ბოლოს ვალი 494.7 მლნ დოლარით შემცირდა წინა კვარტალთან შედარებით, ძირითადად საკურსო ცვლილებების გამო.
ბოლო მაჩვენებელი, რაც ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნა, ასახავს 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობას.
როგორც სებ-ის ვებგვერდზეა მითითებული, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მლრდ აშშ დოლარი (72.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 75.1 პროცენტია. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა.


მთლიანი საგარეო ვალი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

  1. სახელმწიფო საგარეო ვალი;
  2. კერძო სექტორის საგარეო ვალი;
  3. კომპანიათაშორისი ვალი.
    ახლა ვნახოთ, თითოეული კომპონენტი კიდევ რისგან შედგება და რომელს რამდენი აქვს ნასესხები.

სახელმწიფო საგარეო ვალი
სახელმწიფო საგარეო ვალი მოიცავს: 1. მთავრობის მიერ აღებულ სესხებს, 2. საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებებს, 3. სახელმწიფო საწარმოების მიერ გამოშვებულ ევრობონდებსა და სესხებს. მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გასასტუმრებელი. ამიტომ, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს პირადად ეხება სახელმწიფო ვალის გაზრდაც, მოზიდული ფულის დახარჯვაც და ვალდებულების გასტუმრებაც.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.5 მლრდ აშშ დოლარი (31.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 32.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.9 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ის 25.3 პროცენტი);
ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 821.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 2.3 პროცენტი);
სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 451.8 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ის 1.3 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 3.6 პროცენტი).

კერძო სექტორის საგარეო ვალი
კერძო სექტორის საგარეო ვალი მოიცავს: 1. საბანკო სექტორის საგარეო ვალს (კომერციული ბანკების მიერ უცხოეთიდან მიღებული სესხები, დეპოზიტები და სხვა ფინანსური ვალდებულებები); 2. სხვა სექტორების საგარეო ვალს (კორპორაციებს, საწარმოებს, მომსახურების სექტორს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ სესხებს ან ვალდებულებებს); 3. კომპანიათაშორის ვალს (სათავო და შვილობილ კომპანიებს შორის საგარეო ვალდებულებები, მაგალითად: უცხოური ინვესტორის მიერ დაფინანსებული ქართული შვილობილი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ის 25.8 პროცენტი);
სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 14.0 პროცენტი);
კომპანიათაშორისი ვალი – 2.7 მლრდ აშშ დოლარია (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ის 7.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 87.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

წმინდა საგარეო ვალი
საგარეო ვალზე ყურადღების გამახვილებისას, მნიშვნელოვანია აგრეთვე „წმინდა საგარეო ვალი“, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ქვეყნის საფინანსო მდგრადობის შესწავლისას, ვიდრე ნომინალურ საგარეო ვალს. მარტივად რომ ვთქვათ, „წმინდა საგარეო ვალი“ არის მთლიანი საგარეო ვალის შემცირებული ვერსია, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ფაქტობრივ საგარეო ვალდებულებებს, ანუ მთლიან საგარეო ვალს აკლდება ის აქტივები, რომლებიც ქვეყანას უცხოურ ვალუტაში აქვს.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.8 მლრდ აშშ დოლარი (37.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის 39.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.8 მლრდ აშშ დოლარია (18.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ის 19.2 პროცენტია.

ეროვნული ბანკის საგარეო ვალი
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 821.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 477.2 მლნ წარმოადგენს შDღ კომპონენტს, რომელიც პრაქტიკულად არ ითვლება გადასახდელად.
რა არის SDR
SDR (სპეციალური გატანის უფლება) – არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ შექმნილი სარეზერვო აქტივი და ანგარიშსწორების ერთეული, რომელიც გამოიყენება გლობალურ ფინანსურ სისტემაში ლიკვიდურობის გასაზრდელად და სავალუტო რისკების შესამცირებლად;
შეიქმნა 1969 წელს, ბრეტონ-ვუდსის სისტემის ფარგლებში, როგორც დამატებითი სარეზერვო ინსტრუმენტი.
არ წარმოადგენს ფიზიკურ ვალუტას, მაგრამ მის მფლობელებს (IMF-ის წევრ ქვეყნებს) შეუძლიათ გაცვალონ SDR-ები რეალურ ვალუტებზე, როგორიცაა დოლარი, ევრო, იენი და სხვა.
IMF-ის წევრ ქვეყნებს ენიჭებათ შDღ-ები მათი კვოტის შესაბამისად, რაც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ წონაზე (მშპ, ვაჭრობა და სხვა).
SDR-ების გამოყენება შესაძლებელია:
საგარეო ვალის გადახდაში;
სავალუტო რეზერვების შევსებაში;
საერთაშორისო ანგარიშსწორებაში.
SDR-ით შესაძლებელია სესხის აღება IMF-ისგან, ან გაცვლა სხვა წევრ ქვეყანასთან, რომელსაც სჭირდება ლიკვიდობა.
საქართველოს, როგორც IMF-ის წევრს, აქვს SDR-ით დაფინანსების შესაძლებლობა. მაგალითად, 2022 წელს IMF-მა საქართველოსთვის გამოყო 30 მილიონი SDR, რაც დაახლოებით 38 მილიონი დოლარი იყო.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის მთლიანი მოცულობა 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 821.1 მლნ აშშ დოლარს, საიდანაც 477.2 მლნ დოლარი წარმოადგენს IMF-ის მიერ განაწილებულ სპეციალურ აღების უფლებებს (SDR), რომლებიც არ ითვლება გადასახდელ ვალდებულებად. შესაბამისად, ფაქტობრივი საგარეო ვალდებულება, რომელიც ექვემდებარება გადახდას შესაბამისი პირობებით, შეადგენს დაახლოებით 343.9 მლნ დოლარს.

ივლისში ვალი $103 მლნ-ით შემცირდა, მომავალ წელს მთავრობა $500 მლნ-ის სესხს იღებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიც მხოლოდ იმ ვალდებულებებს ასახავს, რაც პირდაპირ საბიუჯეტო პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ივლისში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1 აგვისტოსთვის საქართველოს უცხოელი კრედიტორებს მიმართ 9.04 მლრდ დოლარის დავალიანება ჰქონდა, რაც 1 თვეში ვალის 103 მილიონიან კლებას ნიშნავს.
კრედიტორების მიმართ არსებული 9.04 მილიარდიანი დავალიანებიდან 8.7 მლრდ მთავრობის ვალია. აღნიშნული პორტფელი 1 თვეში 98.4 მლნ დოლარით შემცირდა.
მონაცემები ცხადყოფს, რომ ივლისში საქართველომ ვალის მომსახურებაში 55.5 მლნ დოლარი გადაიხადა, საიდანაც ვალის ძირი თანხის დაფარვაზე 39.2 მლნ, პროცენტზე კი 16.2 მლნ იყო მიმართული. ივლისის პერიოდში კი, ათვისებულმა თანხამ 41.2 მლნ დოლარი შეადგინა.
სახელმწიფო საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი – 6.6 მლრდ დოლარი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სესხებია, ისეთების როგორიც არის „აზიის განვითარების ბანკი“, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (ჩEB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBღD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მსოფლიო ბანკი და სხვა.
აქართველოს 500 მლნ დოლარი აქვს ნასესხები ევრობონდების ემისიით, რომელთა დაფარვის თარიღი 2026 წლის გაზაფხულზე დგება. უკვე ცნობილია, რომ 2026 წლის გაზაფხულზე „ოცნების“ მთავრობა $500-მილიონიან ახალ ევროობლიგაციას გამოუშვებს. ახალი ფასიანი ქაღალდის გამოშვებით მთავრობა 2021 წელს გამოშვებულ ევრობონდს დაფარავს, შესაბამისად, მის რეფინანსირებას მოახდენს. მთავრობამ ახალი ფასიანი ქაღალდის განთავსების მიზნით სპეციალური კომისია უკვე დააკომპლექტა. საბჭოში შედიან ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.
განკარგულების თანახმად, ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში მონაწილეობისთვის მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს ჟPMორგან-თან, ჩიტი ბანკთან, Bარცლაყს-თან, Gოლდმან შაცჰს-თან, HშBჩ-თან და სხვა გლობალურ საფინანსო ორგანიზაციებთან. ასევე მოლაპარაკებები გაიმართება Gალტ & თაგგარტ-თან და თBჩ ჩაპიტალ-თან.
საქართველოს მთავრობამ ევროობლიგაცია, რომლის რეფინანსირებაც მომდევნო წელს უნდა მოხდეს, 2021 წელს გამოუშვა. ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი 2.75% იყო, შესაბამისად საქართველო მის მომსახურებაზე ყოველწლიურად მთლიანი თანხის 2.75%-ს ხარჯავდა.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, 2024 წელს ევრობონდის განაკვეთის მომსახურება ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი დაუჯდა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წელს საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2021 წლისგან რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. საქმე ისაა, რომ 2021 წლის ბოლოს და შემდგომ 2022-2023 წლებში მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა რაც დასავლეთში მნიშვნელოვან ინფლაციურ ტალღას უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში კრედიტის მოზიდვა გაძვირდა.
შედარებისთვის, თუკი 2021 წლის გაზაფხულზე, მაშინ როდესაც საქართველომ 500 მილიონი დოლარის ევრობონდი 2.75%-ის კუპონით განათავსა, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 1%-ს შეადგენდა, 2025 წლის ივლისში გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებზე კი ეს განაკვეთი 4.4%-ია. ანალოგიურად, გერმანიის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი 2021 წელს 0%-თან იყო ახლოს, 2025 წლის ივლისში გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებზე კი განაკვეთი 2.6%-ის ტოლია. შესაბამისად, მაღალი ალბათობით 2026 წელს საქართველო ვერ გამოუშვებს 5.5-6%-ზე დაბალი განაკვეთით ახალ ევრობონდს. შესაბამისად, ახალი ფასიანი ქაღალდის მომსახურების წლიური ღირებულება სავარაუდოდ გაორმაგდება და 37 მილიონი ლარიდან 80 მილიონ ლარს მიაღწევს. ამასთან, ახალი ფასიანი ქაღალდის კუპონის განაკვეთი ასევე დამოკიდებული იქნება იმაზეც, მოხდება თუ არა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ცვლილება შ&P Gლობალ-ის, Fიტცჰ-ისა და Mოოდყ’ს-ის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის სახელმწიფოს 10,89 მილიარდი ლარის თანხაც აქვს ნასესხები შიდა ბაზრიდან. ბოლო 1 თვეში შიდა ვალის მოცულობა 137 მილიონით შემცირდა.
რაც შეეხება ჯამურ ვალს, შიდა და საგარეო ვალის ჯამით, საქართველოს სახელმწიფოს კრედიტორების მიმართ 35.36 მლრდ ლარი მართებს.

ვისი ვალი აქვს მთავრობას ქვეყნის გარეთ?
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.752 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.661 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.591 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 339.3 მლნ დოლარს შეადგენდა.
2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.124 მლრდ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.751 მლრდ დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.192 მლრდ დოლარი;
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 434.037 მლნ დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 167.659 მლნ დოლარი.
ამასთან, საქართველოს მთავრობას ვალი აქვს საფრანგეთის – 850,976 მლნ დოლარი; გერმანიის – 594,658 მლნ დოლარის; იაპონიის – 121,725 მლნ დოლარის და ა.შ.
გარდა ამისა, მთავრობას ვალი აქვს საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყნის, კერძოდ:
რუსეთი – 3.997 მლნ დოლარი;
თურქეთი – 1.139 მლნ დოლარი;
აზერბაიჯანის – 585 ათასი დოლარი;
სომხეთი – 516 ათასი დოლარი.

დასკვნის სახით
2020 წელს საგარეო ვალი მკვეთრად გაიზარდა, ჩOVID-19-ის პანდემიის გამო მთავრობამ ბიუჯეტისთვის დამატებითი რესურსები მოიძია. მას შემდეგ მდგომარეობა არ გაუარესებულა.
სახელმწიფო საგარეო ვალი: დაახლოებით 11 მლრდ დოლარი, რაც მშპ-ის 32%-ს შეადგენს – მართვადი და სტაბილური ფარდობაა;
გადახდების ისტორიაში არ ყოფილა გადაუხდელობის შემთხვევები, შესაბამისად, საქართველო სანდო გადამხდელად ითვლება საერთაშორისო დონეზე;
ეროვნული ბანკის შეფასებით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა შენარჩუნებულია სტაბილურობის რეჟიმში.
საქართველოს საფინანსო სისტემა მდგრადია და გადაუხდელობის რისკი ამ ეტაპზე არ არსებობს.
მართალია, საერთაშორისო ინსტიტუტები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობაზე და ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორად ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ გადახრას ასახელებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყნის საფინანსო სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ არ ეტყობა და არც საგარეო ვალების გადაუხდელობის ხიფათი ჩანს.

თემურ იობაშვილი

Latest articles

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...

More like this

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...