Homeკითხვა-პასუხიღვინის კომპანიის მიერ გამოფენებზე, დეგუსტაციებზე, ლაბორატორიულ ანალიზებზე გახარჯული პროდუქცია როგორ იბეგრება?მსმენია, რომ...

ღვინის კომპანიის მიერ გამოფენებზე, დეგუსტაციებზე, ლაბორატორიულ ანალიზებზე გახარჯული პროდუქცია როგორ იბეგრება?მსმენია, რომ ეს ხარჯი არ იბეგრება, მაგრამ მინდა ზუსტი განმარტება.

Published on

spot_img

კითხვა: ღვინის კომპანიის მიერ გამოფენებზე, დეგუსტაციებზე, ლაბორატორიულ ანალიზებზე გახარჯული პროდუქცია როგორ იბეგრება?
მსმენია, რომ ეს ხარჯი არ იბეგრება, მაგრამ მინდა ზუსტი განმარტება.

პასუხი: ღვინის გამოფენებში მონაწილეობა, დეგუსტაცია, შიდა და გარე ლაბორატორიული ანალიზი _ ეს ყველაფერი ღვინის კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ჩვეულებრივი ხარჯებია, რომლებიც მიმართულია ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კომპანიის/პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისთვის, პოტენციური მყიდველების მოზიდვისთვის. შესაბამისად, ყველა ამ ხარჯის გაწევის საბოლოო მიზანი კომპანიისთვის არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. ამის გამო, სათანადო პირველადი დოკუმენტაციის არსებობის პირობებში (ზედნადებები, აქტები…) ეს არ დაიბეგრება მოგების გადასახადით, რადგან ასეთი ხარჯები არ წარმოადგენენ არც სსკ 98(2) მუხლის 1-„ბ“ პუნქტით და არც 98(3) მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ხარჯებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია არ არსებობს, მაშინ ეს ხარჯები დაიბეგრება მოგების გადასახადით (სსკ 98(2) მუხლის 1-„ა“ პუნქტის შესაბამისად), ან, შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადით, კონკრეტული გარემოებების მიხედვით.
დღგ-ის თვალსაზრისით, ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯის გაწევის დროს (მაგალითად, გამოფენები, გარე ლაბორატორიული ანალიზი) ხდება ღვინის პროდუქციის უსასყიდლო გადაცემა სხვა პირებზე. ამ შემთხვევაში, ამ პროდუქციის მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქციის წარმოებაზე ან შესყიდვაზე კომპანიას დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი და გადაცემული პროდუქცია არ წარმოადგენს ნიმუშს. ეს გამომდინარეობს სსკ შემდეგი დებულებებიდან:
სსკ 159-ე მუხლი, „დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები“:
„1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება“.
სსკ 160-ე მუხლი „საქონლის მიწოდება“:
„1. საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა…

  1. ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება:
    ა) დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ამასთანავე, საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად“.
    გარე ლაბორატორიული ანალიზისთვის გადაცემული პროდუქცია სწორედაც რომ წარმოადგენს ნიმუშს, ასე რომ ის არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით.
    შიდა ლაბორატორიული ანალიზისთვის ან დეგუსტაციისთვის ღვინის გადაცემა იმ გონივრული ოდენობით, რაც საჭიროა ამ ანალიზისთვის ან დეგუსტაციისათვის, ასევე არის ღვინის ნიმუშის გადაცემა და არ დაიბეგრება დღგ-ით. ამასთან, ეს პროდუქცია არ უნდა დაიბეგროს არც საშემოსავლო გადასახადით, რადგან ეს საწარმოო ხარჯია და არ წარმოშობს კომპანიის დაქირავებული თანამშრომლისთვის ხელფასთან გათანაბრებულ სარგებელს.
    სხვა შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება სსკ 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:
    „2. ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის:
    ა) „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში“.

Latest articles

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...

More like this

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...