2025 წლის 18 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N65 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 8.6 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 151 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.690%, მაქსიმალური 9.849%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.789%.

