Homeკითხვა-პასუხიროგორც ინდმეწარმეზე, ისე არა ინდმეწარმეზე, საკუთარი ყურძნიდან მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის...

როგორც ინდმეწარმეზე, ისე არა ინდმეწარმეზე, საკუთარი ყურძნიდან მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის უნდა გავითვალისწინოთ?

Published on

spot_img

კითხვა: როგორც ინდმეწარმეზე, ისე არა ინდმეწარმეზე, საკუთარი ყურძნიდან მიღებული შემოსავალი ქონების გადასახადის განსაზღვრისათვის უნდა გავითვალისწინოთ?

პასუხი: როგორც აღნიშნულია სსკ 202-ე მუხლის მე-6 ნაწილში:

„6. ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:

) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან

) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:

.) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

.) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს“.

ზემოაღნიშნული „ა“ პუნქტიდან გამომდინარე, თუ ფიზიკური პირი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და დარეგისტრებულია ინდმეწარმედ ან მეწარმე ფიზიკურ პირად, მაგრამ არ აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, მაშინ ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით მის მიერ წლიურ შემოსავლებში გასათვალისწინებელია ის დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც მას გამოუვა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შედეგად.

თუ მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს, ამასთან ეს რეჟიმი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ნაწილში აქვს მიღებული, მაშინ ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით მის მიერ წლიურ შემოსავლებში გასათვალისწინებელი იქნება იმ დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ მეოთხედი, რომელიც მან მიიღო ამ საქმიანობიდან.

თუ სოფლის მეურნეობის მიმდევარი ფიზიკური პირი არ არის დარეგისტრებული ინდმეწარმედ ან მეწარმე ფიზიკურ პირად, მაშინ მან, თუ მთლიანი შემოსავლის გათვალისწინება არ სურს, უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის აღრიცხვა, დასაბეგრი შემოსავლის დადგენის მიზნით (ქონების გადასახადით დაბეგვრაში გათვალისწინების გამო. ამ შემთხვევაში, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მისი ინდმეწარმედ ან მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის საკითხი, თუმცა ეს არ იმოქმედებს ქონების გადასახადზე). თუ ის ამას ვერ ახერხებს ან არ აკეთებს, მაშინ მან ყურძნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად უნდა ჩართოს თავის წლიურ შემოსავლებში, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნით. ეს გამომდინარეობს ზემოაღნიშნული 6-„ბ“ პუნქტიდან.

Latest articles

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...

More like this

ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება…

კითხვა: ერთ-ერთმა არარეზიდენტმა კომპანიამ, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, დაუდო ჩვენს კომპანიას დამატებითი ერთჯერადი შეთანხმება: საქართველოში უნდა გამოაგზავნოს...