Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი თებერვლის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

Published on

spot_img

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.

“მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში” ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.

ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0%-ზე ინარჩუნებს.
მაკროეკონომიკური პროგნოზი

ცენტრალური სცენარი

  • 2026 წელს ინფლაცია შემცირდება საშუალოდ 3.7%-მდე, ხოლო 2027 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება და საშუალოდ 2.8%-ს გაუტოლდება
  • ეკონომიკური ზრდა 2026-2027 წლებში 5%-ს შეადგენს


გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.

მაღალინფლაციური სცენარი


ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც ეფუძნება გლობალური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღნიშნულ პირობებში, როგორც გლობალური, ისე ადგილობრივი ტენდენციების ფონზე ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორე რაუნდის ეფექტების ფორმირება და ინფლაციური მოლოდინების ზრდა. ამასთან, ერთობლივი მოთხოვნის ხანგრძლივად მაღალი დონეზე შენარჩუნება, მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდის ნორმალიზების ფონზე, ინფლაციურ წნეხს დამატებით გააძლიერებს. საგარეო ფაქტორებს შორის, გეოპოლიტიკური ვითარების შემდგომი გამწვავება სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციურ ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის. შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების  სტაბილურად შენარჩუნების მიზნით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს გაზრდის და მკაცრ პოლიტიკას რისკების საკმარისად მილევამდე შეინარჩუნებს.

დაბალინფლაციური სცენარი


მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული ტიპის რისკები, რომლის რეალიზების შემთხვევაში ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო დაბალი იქნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სწრაფად დაუახლოვდება ნეიტრალურ დონეს. წინა წლების განმავლობაში ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე პროდუქტიული და ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური სექტორები მაღალი ტემპით იზრდებოდა. ცენტრალური სცენარით, ეკონომიკის პოტენციური ზრდა ეტაპობრივად ნორმალიზდება 5%-იან მაჩვენებლზე. თუმცა თუ მაღალპროდუქტიულ სექტორებში ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდა, მას დისინფლაციური გავლენა ექნება. ამასთან, შრომის ბაზრის ტენდენციებიც დისინფლაციური სცენარის განვითარების რისკებს აძლიერებს. დამატებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების სწრაფი შემცირების შემთხვევაშიც ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით დაბალი იქნება.


არსებული ინფლაციური რისკების ბალანსის გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც.


გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...