სიტუაციას ამწვავებს ელექტროენერგიის სექტორში არსებული ქრონიკული პრობლემები, რაც გამოწვეულია წარმოების დეფიციტით, მოძველებული თბოელექტროსადგურებით და საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესაძენად საჭირო უცხოური ვალუტის დეფიციტით. ჰავანის მთავრობა ამ სირთულეებს აშშ-ის ეკონომიკურ ემბარგოს აბრალებს.
მორიგი რუსული ემბარგო კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ. პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობა ილუზიაა, რადგან ნებისმიერი სავაჭრო ურთიერთობა კრემლის მიერ ადრე თუ გვიან სადამსჯელო ბერკეტად იქნება გამოყენებული.
მსოფლიოში ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე აშკარად იკლებს, ხოლო წარმოება მუდმივად მატულობს. კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ახალი ბაზრების მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ქართველი მეღვინეების ძირითად გასაღების არეალად ისევ რუსეთი რჩება.
ეკონომისტები, უმოქმედო სესხების პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ასევე, ეკონომიკის ზრდით ხსნიან. კერძოდ, თუ ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნესის შემოსავლები, დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლებიც. ასეთ გარემოში ადამიანებსა და კომპანიებს სესხის მომსახურება უფრო მარტივად შეუძლიათ.
2026 წლის 15 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ახალი მექანიზმები, საპენსიო შენატანის დარღვევაზე რეაგირების განახლებული წესი და „მიუღებელი სარგებლის“ დაკისრების პროცედურები, ხოლო 2027 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება განუხორციელებელი შენატანებისა და დარიცხული სარგებლის ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი,
ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადასახადის განაკვეთი, არამედ ისიც, რამდენად წინასწარ შეუძლია საკუთარი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ასევე გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების ინტერესები, რადგან ქონების გადასახადი ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.
ძლიერი საჯარო ზედამხედველობა და აუდიტორის ძლიერი სამართლებრივი დაცვა ერთმანეთის საწინააღმდეგო პრინციპები არ არის. პირიქით, ადმინისტრაციული გადაწყვეტილების სანდოობა სწორედ მკაფიო პროცედურას, პროფესიული განსჯის პატივისცემასა და ეფექტიანი გასაჩივრების შესაძლებლობას მოითხოვს.
ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ხელშეკრულება ფორმდება. ხელშეკრულებით განისაზღვრება შეფასების ვადა, კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საჭირო საკითხები.
ვენესუელას აშკარად სჭირდება ეკონომიკური აღორძინება. დამანგრეველმა მიწისძვრამ და ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულმა არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ნანგრევებად აქცია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმე იქით მიდის, რომ დასავლური, მაღალტექნოლოგიური და გამჭვირვალე კაპიტალი უარს იტყვის საქართველოში შემოსვლაზე, რადგან ქვეყანა აღარ აღიქმება უსაფრთხო, პროგნოზირებად დემოკრატიულ პარტნიორად.
რაც ტურიზმისთვის გამოწვევაა საქართველოში, მსყიდველუნარიანი ტურისტების სიმცირეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მომსახურების მაღალი ტარიფია, რაც ხშირ შემთხვევაში ტურისტული სერვისის ხარისხთან შეუსაბამოა.
ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი კოორდინატორის დაკავებით დასრულდება, თუმცა დაკარგულ ფულს ხალხს უკან არავინ დაუბრუნებს.
ეკონომიკური კავშირის წესი ერთჯერად და მცირე მოცულობის ოპერაციებზე არ უნდა გავრცელდეს. უცხოური კომპანიის საქართველოს ბაზართან ეკონომიკური კავშირი უნდა შეფასდეს საქართველოში მიღებული წლიური შემოსავლის, მომხმარებელთა რაოდენობის, ოპერაციების სიხშირისა და მომსახურების უწყვეტობის მიხედვით.
საქართველოს კანონში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ 2026 წლის 25 ივნისს შევიდა ცვლილებები (გამოქვეყნდა 2026 წლის 29 ივნისს), რომლის ძირითადი ნაწილი ამოქმედდა 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...
2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი
წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან
შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...