Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) ანგარიშვალდებული პირებისთვის AML/CFT შესაბამისობის ძირითადი ვადების დოკუმენტი გამოაქვეყნა

სამსახურმა (SARAS) ანგარიშვალდებული პირებისთვის AML/CFT შესაბამისობის ძირითადი ვადების დოკუმენტი გამოაქვეყნა

Published on

spot_img

სამსახურმა (SARAS) AML/CFT მიმართულებით, ანგარიშვალდებული პირებისთვის, პრაქტიკული მნიშვნელობის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებებსა და მათი შესრულების ვადებს.

დოკუმენტი ეფუძნება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს მათი მოთხოვნების დროულად შესრულების ხელშეწყობას.

აღნიშნული ინფორმაცია აქამდე სხვადასხვა სამართლებრივ აქტსა და ინსტრუქციაში იყო წარმოდგენილი, ხოლო ახალი ფორმატი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაერთიანებული სახით მიიღონ სრულყოფილი და სტრუქტურირებული ინფორმაცია, რაც ამცირებს შეცდომების რისკს და ზრდის შესაბამისობის ხარისხს.

დოკუმენტის მომზადება პასუხობს პრაქტიკულ საჭიროებას და აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ანგარიშვალდებული პირების მხარდაჭერას და მათთვის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...