2026 წლის 20 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N5 აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 8.5 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 184 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.579%, მაქსიმალური 9.740%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.685%.

