Homeააფ-ნიუსებიგამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

Published on

spot_img

გამოვიდა საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ მესამე ნომერი, რომელიც იხსნება საქართველოს 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას, სტატიით.

ნომერში ქვეყნდება მონეტარული და ფინანსური ზედამხედველობის პოლიტიკის, აგრეთვე ეროვნული ანგარიშების სისტემის სრულყოფისა და ფინანსური ჩართულობის საკითხებთან დაკავშირებული სტატიები; კერძოდ:

  • ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკა მიწოდების შოკების ფონზე;
  • დებატები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) შესახებ და ეროვნული ანგარიშების განახლებული სისტემა (2025 SNA);
  • შინამეურნეობების ფორმალური და არაფორმალური შემოსავლების შეფასება საქართველოში;
  • საზედამხედველო „BOTTOM-UP“ სტრეს ტესტი, როგორც საბანკო სექტორის შოკების მიმართ მდგრადობის ანალიზის ინსტრუმენტი.

სებ-მა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „მონეტარული ეკონომიკა“ გამოშვება ლარის საიუბილეო წლის ფარგლებში განაახლა. ჟურნალი წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.

„მონეტარული ეკონომიკის“ მომდევნო ნომერი მიმდინარე წლის მარტში გამოვა. რედაქცია სტატიებს გარე ავტორებისგანაც მიიღებს – monetaryeconomics@nbg.gov.ge

ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამ დროისთვის კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკის“ სახელით გამოდის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...