Homeააფ-ნიუსებივარლამ ებანოიძის თანაავტორობით კორეის ფინანსთა ინსტიტუტმა ინსტიტუციური კვლევების სერიის ფარგლებში მომზადებული ნაშრომი...

ვარლამ ებანოიძის თანაავტორობით კორეის ფინანსთა ინსტიტუტმა ინსტიტუციური კვლევების სერიის ფარგლებში მომზადებული ნაშრომი გამოსცა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ვარლამ ებანოიძის თანაავტორობით კორეის ფინანსების ინსტიტუტმა ინსტიტუციური კვლევების სერიის ფარგლებში მომზადებული კვლევა გამოაქვეყნა.

აღნიშნული კვლევა კორეის საკრედიტო საინფორმაციო სერვისების MyData Support Center-ის მენეჯერ ვონგ სეოკ ჩოისთან თანაავტორობით მომზადდა და საქართველოსთვის მდგრადი, მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩარჩოს შესაქმნელად კორეის გამოცდილების გაზიარებას ეხება.

დოკუმენტში განხილულია, თუ როგორ შეიძლება კორეის MyData ჩარჩოს გამოცდილების გამოყენება საქართველოს ღია ბანკინგისა და ღია ფინანსების სტრატეგიის განვითარების პროცესში.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ კორეა MyData-ს მიმართულებით ერთ-ერთი გლობალური ლიდერია ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩოთი, სტანდარტიზებული API-ებითა და მომხმარებლის თანხმობაზე დაფუძნებული მონაცემთა გაზიარების მიდგომით. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებია ტექნიკური და თანხმობის სტანდარტების გაძლიერება, საპილოტე პროექტების განხორციელება და მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ნდობის განმტკიცებაზე ორიენტირებული ნაბიჯები. საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს ღია ფინანსების მიმართულებით გზამკვლევის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

„საქართველოსთვის კორეა წარმოადგენს პრაქტიკულ მაგალითს: ორივე ქვეყანას აქვს PSD2-ს საფუძვლები და საქართველოს შეუძლია ადაპტირდეს კორეის სტრუქტურასთან საკუთარი ღია ფინანსების პროგრესის დასაჩქარებლად. კორეის მოდელის ელემენტების გათავისებით, საქართველო შეუძლია შექმნას უსაფრთხო, ინკლუზიური და თავსებადი მონაცემთა ეკონომიკა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს“, – აღნიშნა ვარლამ ებანოიძემ.

კორეა გლობალური ლიდერია MyData-სა და პირადი მონაცემების გადამუშავების სფეროში, რომელსაც აქვს ძლიერი სახელმწიფო მხარდაჭერა, ჩამოყალიბებული რეგულატორული ჩარჩო და მაღალი მიღების მაჩვენებელი – 165 მილიონზე მეტი სერვისის გამოწერა აქვს.

ღია ბანკინგმა საქართველოში უკვე შექმნა ხელშესახები სარგებელი ქვეყნის ფინანსურ სექტორში. მან ხელი შეუწყო კონკურენციას ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში, რამაც უფრო დინამიური და ეფექტური ბაზრის გარემო შექმნა.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძლიერი საფუძველია, რომელიც ღია ფინანსების განვითარებისა და ქვეყნის მონაცემთა ეკონომიკის ჩამოყალიბების გზაზე წინსვლის მოტივაციას გვაძლევს“, – დასძინა ვარლამ ებანოიძემ.

კვლევა საერთაშორისო პროფესიული პროგრამის ფარგლებში მომზადდა, ხოლო თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმებულია საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობის საბჭოსა და საქართველოს ეროვნული ბანკს შორის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...