Homeააფ-ნიუსებიეროვნულმა ბანკმა AntGroup-თან პარტნიორობით ფინტექის სფეროს წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა შეიმუშავა

ეროვნულმა ბანკმა AntGroup-თან პარტნიორობით ფინტექის სფეროს წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა შეიმუშავა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და AntGroup-ის მიერ დაარსებულ 10×1000 Tech for Inclusion საერთაშორისო ფინტექ სასწავლო პლატფორმასთან პარტნიორობით, ექსკლუზიურად შემუშავდა პროფესიული განვითარების პროგრამა – AI Career Builder for Fintech Professionals.

აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ფინტექ ეკოსისტემით დაინტერესებულ პირებს, დარგის პროფესიონალებს, საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს და მოქმედ პრაქტიკოსებს კარიერული განვითარების გზაზე მიიღონ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის შესახებ ინდუსტრიული ინოვაციებისთვის.

AI Career Builder for Fintech Professionals წარმოადგენს 10×1000 Tech for Inclusion-ის ახალ პროგრამას შერეული სწავლების მოდელით და მასში მონაწილეობის მიღება თავისუფალია. პროგრამა ექსკლუზიურ ინტერაქციულ ონლაინ სესიასთან ერთად, აერთიანებს მოქნილ სწავლებისა და თვითშეფასების მოდულებს, რაც მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ინფორმაცია ექსპერტებისგან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებისა და გლობალურად, 10×1000 საზოგადოების ლიდერებისგან. ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ სტრატეგიულად დაგეგმონ თავიანთი პროფესიული ნაბიჯები ფინტექის დინამიურ სამყაროში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე და ამ მხრივ გამორჩეულია ცნობიერების ამაღლებისა და განათლებასთან დაკავშირებული აქტივობებით. სებ-ი პერიოდულად მართავს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებისა (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვ.) და ექსპერტების ჩართულობით.

პროფესიული განვითარების პროგრამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ შემდეგ მისამართზე – innovationoffice@nbg.gov.ge.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...