Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ის მმართველ პარტნიორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ის მმართველ პარტნიორს შეხვდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ს მმართველ პარტნიორს, არნო ვენტურას შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანა დევიძე.

არნო ვენტურამ ქართულ მხარეს Gojo ჯგუფის სამომავლო გეგმები გააცნო და ხაზი გაუსვა იაპონური მხარის სურვილს, საქართველოში ინვესტიციების ზრდის შესახებ.

„საქართველო ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტირების თვალსაზრისით, რადგან გვჯერა საქართველოს გრძელვადიანი წარმატების. შესაბამისად, ვგეგმავთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გაზრდას“, – აღნიშნა Gojo-ს მმართველმა პარტნიორმა.

Gojo & Company წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს იაპონურ ინვესტორს ქართულ საფინანსო სექტორში. იაპონური კომპანია 2024 წელს „კრედო ბანკის“ აქციონერი გახდა, მიმდინარე მდგომარეობით „კრედო ბანკის“ 33,23%-ის მფლობელია.

„კრედო ბანკის“ მონაცემებით, 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ბანკის მთლიანი აქტივების მოცულობა 3.7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 3.0 მილიარდ ლარს შეადგენს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...