Homeააფ-ნიუსებიკორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი - საქართველო ევროპული და აზიის რეგიონს მიღმა პირველი...

კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი – საქართველო ევროპული და აზიის რეგიონს მიღმა პირველი ქვეყანაა, რომელთანაც  შუა დერეფნის კონტექსტში ვთანამშრომლობთ

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორეის ბანკსა და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და უნაღდო ანგარიშსწორების ინსტიტუტის(KFTC) ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტი მიზნად ისახავდა პროექტის – „უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის განვითარება საქართველოში“  განხილვასა და შედეგების შეჯამებას.

აღნიშნულ პროექტზე 2025 წელს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ფოკუსირებულია არსებული საგადახდო გარემოს შეფასებაზე, უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვის ხელისშემშლელი ძირითადი ბარიერების გამოვლენასა და კორეის საუკეთესო პრაქტიკისა და პოლიტიკის გამოცდილების გაზიარებაზე ციფრული გადახდების პოპულარიზაციის კუთხით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგულირების ჩარჩოს პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უნაღდო ანგარიშსწორების ფართო გავრცელებას.

„ეს პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს არა მხოლოდ შევაფასოთ  არსებული უნაღდო ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა, არამედ მივიღოთ კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტები მისი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს – ჩვენ  ერთად შეგვიძლია ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველო-კორეის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ის შესაძლებლობები, რასაც ეს პროექტი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვისა და რეგიონში კოორდინირებული პრაქტიკების შემუშავებისთვის წარმოადგენს.

კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის ვონჯონგ რომის განცხადებით, საქართველოსა და კორეას ბევრი საერთო აქვს და ურთიერთგამოცდილების გაცვლა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველო არის პირველი ევროპული ქვეყანა და პირველი ქვეყანა აზიის რეგიონს მიღმა, რომელთანაც ჩვენ შუა დერეფნის კონტექსტში ვთანამშრომლობთ, რაც საშუალებას გვაძლევს პარტნიორობა მომავალში უფრო გავაფართოვოთ“, – კორეის ცენტრალური ბანკის საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელმა, განაცხადა ვონჯონგ რომმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი კორეის ცენტრალურ ბანკსა და საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს.

შეხვედრას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...