Homeააფ-ნიუსებისაქსტატმა UNFPA-სთან თანამშრომლობით მოსახლეობის რეგისტრის შექმნის საგზაო რუკა წარადგინა

საქსტატმა UNFPA-სთან თანამშრომლობით მოსახლეობის რეგისტრის შექმნის საგზაო რუკა წარადგინა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით მოსახლეობის რეგისტრის შექმნის საგზაო რუკის პრეზენტაცია გამართა.

საგზაო რუკის მომზადების პროცესში საქსტატმა და UNFPA-მ ერთობლივად იმუშავეს, მათ შორის UNFPA-ს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის აქტიური ჩართულობით. სამუშაო პროცესის ფარგლებში განხორციელდა ადმინისტრაციულ მონაცემთა ბაზების ანალიზი, შეფასდა მონაცემთა ხარისხი, ურთიერთთავსებადობა და ინტეგრაციის შესაძლებლობები მოსახლეობის რეგისტრის შექმნის კონტექსტში.

მოსახლეობის რეგისტრი წარმოადგენს თანამედროვე სტატისტიკური სისტემის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კომპონენტს და ქმნის საფუძველს სანდო, რეგულარულად განახლებადი დემოგრაფიული მონაცემების წარმოებისთვის, ამცირებს ტრადიციული აღწერების დანახარჯებს და ზრდის მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვის ეფექტიანობას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსახლეობის რეგისტრის დანერგვის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებმაც განიხილეს საგზაო რუკის ძირითადი მიმართულებები და მოსახლეობის რეგისტრის ეტაპობრივი დანერგვის შემდგომი ნაბიჯები.

წარმოდგენილი საგზაო რუკა ქმნის საფუძველს საქართველოში რეგისტრებზე დაფუძნებული მოსახლეობის აღწერის დანერგვისთვის.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...