Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა - სამთავრობო ობლიგაციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესი მიუთითებს, რომ...

ნათია თურნავა – სამთავრობო ობლიგაციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესი მიუთითებს, რომ საქართველოს სუვერენული რისკები დაბალია

Published on

spot_img

„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკის გუნდი, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებში, სადაც საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესი დაფიქსირდა“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევრო ობლიგაციების განთავსების კომენტირებისას განაცხადა.

ქართულ ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა რეკორდულად მაღალ – 2.8 მილიარდ დოლარამდე, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5 ნახევარჯერ მეტია. უშუალოდ ტრანზაქციაში, ჯამში, 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა.

„ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ინვესტორები საქართველოს შემცირებულ რისკებს ხედავენ, რაც კუპონის განაკვეთშიც აისახა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ინვესტორების თვალში საქართველოს სუვერენული რისკები უფრო დაბალია, ვიდრე 2021 წელს, ქვეყნის მიერ ევრობონდების წინა გამოშვებისას.

„მაღალი ინტერესი განპირობებულია ნდობით ქვეყნის ეკონომიკის, ეკონომიკური განვითარების, სამთავრობო პოლიტიკისა და იმ მშვიდობიანი გარემოს მიმართ, რომელიც საქართველოში შენარჩუნდა მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებისა“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...