Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობებისა და მიმოხილვის პრიორიტეტების სახელმძღვანელოს...

სამსახურმა (SARAS) ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობებისა და მიმოხილვის პრიორიტეტების სახელმძღვანელოს მეექვსე გამოცემა შეიმუშავა

Published on

spot_img

ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის პრაქტიკის გათვალისწინებით, სამსახური ყოველწლიურად ახორციელებს საწარმოთა მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვას და გამოვლენილი შეუსაბამობებისა და პრიორიტეტების დოკუმენტს გამოსცემს. მასში განხილულია სამსახურის მიერ საანგარიშგებო პერიოდში, ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის შედეგად ხშირად გამოვლენილი შეუსაბამობები და მითითებები შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად,  ასევე წარმოდგენილია ის პრიორიტეტები და მიდგომები, რომლებზეც სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესში.

სახელმძღვანელოს მეექვსე გამოცემაში ასევე განხილულია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში (IFRS) განხორციელებული ცვლილებები და ახალი სტანდარტები, რომლებიც მოქმედებს 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამავდროულად ის სტანდარტები და ცვლილებები, რომლებიც უკვე გამოცემულია, თუმცა აღნიშნულ თარიღამდე ძალაში არ შესულა. აღნიშნული ინფორმაცია მიზნად ისახავს ანგარიშგების მომმზადებელ სუბიექტებს დაეხმაროს სტანდარტების სწორი ინტერპრეტაციისა და გამოყენების პროცესში.

დოკუმენტში განახლებულია ინფორმაცია არსებითობის შესახებ და წარმოდგენილია პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც სუბიექტებს დაეხმარება არსებითობის უკეთ შეფასებასა და გამოყენებაში ფინანსური ანგარიშგების მუხლებისა და ოპერაციების აღიარების, შეფასების, წარდგენისა და გამჟღავნების პროცესში.

გარდა ამისა, სახელმძღვანელო შეიცავს ინფორმაციას ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის პროექტის შესახებ. მიმოხილვის წესი განსაზღვრავს ინდივიდუალური/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესს, რისკის მართვის, მიმოხილვისა და სამართალდარღვევების იდენტიფიცირების მიზნებისთვის ადმინისტრაციული წარმოების წარმართვის და შეუსაბამობების გამოვლენის პროცედურებს. აღნიშნული წესის პროექტის შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მიმოხილვის პროცესის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 

სახელმძღვანელო განკუთვნილია აუდიტორებისთვის და იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ფინანსურ ანგარიშგებებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამზადებენ, და მიზნად ისახავს ფინანსური ანგარიშგებების ხარისხის გაუმჯობესებას, ანგარიშგების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების შემცირებასა და ანგარიშგების პრაქტიკის დახვეწას.

შეგახსენებთ, რომ ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების პროცესი მიმდინარეობს უწყვეტად. სუბიექტებმა 2025 წლის საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგება უნდა წარმოადგინონ დაუყოვნებლივ, ანგარიშგების ხელმისაწვდომობისთანავე,  არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 9 თვის ვადაში, ანგარიშგების პორტალზე. 

სამსახურის ხედვით, გამჭვირვალე, ხარისხიანი, დროული და სანდო კორპორაციული ინფორმაციის ცენტრალურ სივრცეში ხელმისაწვდომობა ზრდის ინვესტორთა, კრედიტორთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ნდობას და დაცულობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

ანგარიშგებების წარდგენის დროულობა უაღრესად მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის. ანგარიშგების დროული წარდგენით თქვენს ორგანიზაციას უქმნით სანდო და გამჭვირვალე იმიჯს, ეხმარებით ინვესტორების მოძიებაში და ზრდით საბანკო სექტორთან საიმედო პარტნიორობის პოტენციალს.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...