Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS) საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ის) აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმებთან ინდივიდუალური...

სამსახურმა (SARAS) საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ის) აუდიტის უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები გამართა

Published on

spot_img

აუდიტის ხარისხის ამაღლების მიზნით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (SARAS) ყოველწლიურად მართავს შეხვედრებს აუდიტის პროფესიის წარმომადგენლებთან. სამსახურის ინიციატივით, დამატებით გაიმართა ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრები იმ აუდიტორული ფირმების ხელმძღვანელობასთან და ხარისხზე პასუხისმგებელ პირებთან, რომლებიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ის) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლებამოსილებას ფლობენ.

შეხვედრების პირველ ნაწილში SARAS-მა თითოეული ფირმისგან ინდივიდუალურად მიიღო ინფორმაცია უკვე ძალაში შესული ხარისხის მართვის ახალი სტანდარტების –  ISQM 1-ისა და ISQM 2-ის – ფირმაში დანერგვისა და პრაქტიკაში ფუნქციონირების შესახებ. შეხვედრების მეორე ნაწილში სამსახურის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სდპ უფლებამოსილების მქონე ფირმების მიმართ მონიტორინგის წესით დადგენილი მოთხოვნების გარკვეულ ნაწილზე და დეტალურად განმარტეს სამსახურის მხრიდან არსებული შესაბამისი მოლოდინები, რათა მოთხოვნების სწორად გააზრება და ერთგვაროვანი პრაქტიკა კიდევ უფრო გამყარდეს. სდპ უფლებამოსილების მქონე აუდიტორულ ფირმებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრების ფორმატი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შეირჩა. სამსახური გეგმავს ამ ფორმატის შეხვედრების სისტემატურ გაგრძელებას მომდევნო პერიოდშიც.

აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების მინიჭების ახალ ეტაპზე გადასვლისას (2024 წელი) აუდიტორული ფირმებისა და აუდიტორების მიმართ, მათ შორის სდპ უფლებამოსილების მქონე პირების მიმართ, დაწესდა ახალი მოთხოვნები. შესაბამისად, სამსახურის მიერ პროფესიასთან გამართულ თითოეულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა ფირმებმა/აუდიტორებმა საკუთარი გარემოებების გათვალისწინებით დროულად შეაფასონ მოთხოვნები და იმოქმედონ პროაქტიულად კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად.  

SARAS-ის შეფასებით, აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ხარისხის მართვის სტანდარტების (ISQM 1 და ISQM 2) დანერგვის პროცესის მხარდაჭერას, ისე მონიტორინგის წესით განსაზღვრული მოთხოვნების ერთგვაროვანი გაგებისა და პრაქტიკაში სწორად დანერგვის უზრუნველყოფას.

2024 წელს ამოქმედებული ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...