Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

Published on

spot_img

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.2%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სტაბილურობას ინარჩუნებს. იანვარში საბაზო ინფლაციამ 2.1% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება

საბანკო სექტორი

  • დეკემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 14.0% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია დეკემბერში 0.2 პპ-ით შემცირდა და 47.7% შეადგინა
  • დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია გაიზარდა 0.5 პპ-ით 42.4%-მდე

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე. დეკემბერში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით სამომხმარებლო და შუალედური მოხმარების პროდუქტები მოქმედებდა, თანაბარი 6.9-6.9 პპ წვლილებით
  • ექსპორტი – ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიურად ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (10.4 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (8.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტის ზრდით. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონელი (3.6 პპ კონტრიბუციით)
  • დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 342.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი დაახლოებით 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...