Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

ნათია თურნავა Visa-ს რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო საბარათე სქემა Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტს, ტარეკ მაჰმუდს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გადახდების ბაზრის განვითარების მიმდინარე პროცესები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე Visa-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადახდების სისტემების განვითარებას, ინოვაციური პროექტების განხორციელებასა და მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. ასევე განხილული იყო ოპერაციული უსაფრთხოების საკითხები.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და Visa-ს თანამშრომლობა მოიცავს ფინანსური განათლების ინიციატივებს, ინფორმაციის გაცვლას, გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. არსებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის გადახდების ეკოსისტემის გაძლიერების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა გადახდების სისტემების განვითარების, ინოვაციური სერვისების ხელშეწყობისა და ოპერაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, Visa-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და CISSEE რეგიონის ჯგუფის ქვეყნების მენეჯერი, კრისტინა დოროსი, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძე და სებ-ის საერთაშორისო და საგადახდო მიმართულებების ხელმძღვანელები – გიორგი ედილაშვილი და ნატალია ჭყოიძე.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...