Homeააფ-ნიუსები„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Published on

spot_img

„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე  2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.

წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი BARTA-ს კომიტეტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არიან.

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, წლების განმავლობაში კონკურსმა აჩვენა, რომ გამჭვირვალობა არ არის ფორმალური მოთხოვნა.

„ეს არის არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის რეპუტაციას, მდგრადობასა და გრძელვადიან წარმატებას. სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე იზრდება წარმოდგენილი ანგარიშგებების სიღრმე და ხარისხი. ხარისხიანი წლიური ანგარიში ინვესტორებსა და საზოგადოებას აძლევს არა მხოლოდ ფინანსურ სურათს, არამედ პასუხს კითხვებზე, როგორ იმართება კომპანია, როგორ აფასებს რისკებს, როგორ უყურებს მომავალს და როგორ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების წინაშე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს, რომელთა მხარდაჭერითაც ეს ინიციატივა დაინერგა საქართველოში და რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონკურსის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“, რომელშიც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობდა.

BARTA-ს პროგრამა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების გაუმჯობესების მხარდაჭერით ოპერირებს. პროექტის განვითარებას ვენაში მდებარე მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი უზრუნველყოფს. მისი თანადამფინანსებლები ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნო და ავსტრიის განვითარების სააგენტო არიან.

კონკურსი 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „ფინანსური ჩართულობა და ანგარიშვალდებულება“ ფარგლებში შეიქმნა.

BARTA-ს წლევანდელი კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდნენ:

მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორია

საპატიო ჯილდო: ბაზისბანკი
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს მიკრობანკი კრისტალი
გამარჯვებული: სს საქართველოს ბანკი

მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორია

საპატიო ჯილდო: თეგეტა მოტორსი
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს თელასი
გამარჯვებული: სს სილქნეტი

მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია

საპატიო ჯილდო: სს მიკრობანკი MBC
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: ლისი დეველოპმენტი
გამარჯვებული: თიბისი ლიზინგი

ბოლო ამბები

საწარმოების ინოვაციური აქტივობა – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.6 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 7.9 პროცენტი შეადგინა...

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში – (2025 წელი)

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საწარმოთა 94.9 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 74.7 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ...

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, აპრილი 2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3 პროცენტით განისაზღვრა...

ევროსტატის ექსპერტის ვიზიტი საქსტატში საერთაშორისო შედარებების პროგრამის ფარგლებში

2026 წლის 28-29 მაისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს სამუშაო ვიზიტით ევროსტატის ექსპერტი ეწვია. ვიზიტის მიზანია საქსტატის მიერ საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program — ICP) ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასება და ევროკავშირის მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის რეგულარული შემოწმება...