2026 წლის 10 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N10 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.6 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 102 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.377%, მაქსიმალური 9.690%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.609%.

