Homeააფ-ნიუსებიეკატერინე მიქაბაძემ BARTA 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძემ BARTA 2025-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) 2025 წლის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“ მიიღო მონაწილეობა.

პანელზე გამოსვლისას ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის კორპორაციული მართვის კოდექსის დანერგვის პრაქტიკულ შედეგებზე და აღნიშნა, რომ კოდექსის მოქმედების პირველი წელი ძირითადად ადაპტაციის ეტაპს წარმოადგენდა.

მისივე თქმით, 2024–2025 წლებში ემიტენტების მხრიდან გაიზარდა კორპორაციული მართვის კოდექსის უფრო გააზრებული და აქტიური განხორციელება, რაც ზედამხედველისთვის პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს.

„კორპორაციული მართვის კოდექსმა მნიშვნელოვანი სტიმული შექმნა ემიტენტებისთვის წლიური მმართველობის ანგარიშების, განსაკუთრებით კორპორაციული მართვის ნაწილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და უფრო სტრუქტურირებული და დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებისთვის. ამავდროულად, კოდექსმა ემიტენტებს უბიძგა საკუთარი მმართველობითი ჩარჩოების გადაფასებისკენ, კოდექსში გათვალისწინებული საუკეთესო პრაქტიკის გააზრებისკენ და იმ შემთხვევებში, როდესაც კოდექსთან სრული შესაბამისობა ჯერ კიდევ შეუძლებელია, დასაბუთებული ალტერნატიული ან გარდამავალი გადაწყვეტილებების წარმოდგენისკენ“, – აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

„საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე  2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლიდნენ.

BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.

BARTA წარმოადგენს მრავალინსტიტუციურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიებში გამჭვირვალობისა და მაღალი ხარისხის ანგარიშგების სტანდარტების ხელშეწყობას და 2019 წლიდან ხელს უწყობს საქართველოში კორპორაციული ანგარიშგების ხარისხისა და გამჭვირვალობის კულტურის გაძლიერებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...