Homeააფ-ნიუსებიცვლილებები მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსებთან დაკავშირებით

ცვლილებები მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსებთან დაკავშირებით

Published on

spot_img

2026 წლის 7 მარტიდან ამოქმედდება ცვლილება „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციებში.

 სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, მიკრო ბიზნესის სტატუსიდან მცირე ბიზნესის სტატუსზე გადასვლის შემთხვევებში ზუსტდება პირობები და მცირე ბიზნესის სტატუსის ძალაში შესვლის თარიღები. კერძოდ“

  •  30 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბებიდან 15 დღეში მომართვის შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება გადაჭარბების დღიდან და მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;
  • 30 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბებიდან 15 დღის გასვლის შემდეგ მომართვის შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მომართვის დღიდან და მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით;
  • 30 000 ლარიანი ზღვარის არ გადაჭარბების შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭება მომართვის დღიდან და მინიჭებამდე პერიოდში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება დაბეგვრას მიკრო ბიზნესისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. 

იცვლება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თარიღი, მცირე ბიზნესის სტატუსი პირს მიენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის დღიდან. სავალდებულო ხდება „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის“ წარდგენა, როდესაც გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია.

„ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადახდისა და ანგარიშგების და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №4) განსახორციელებელი ცვლილების თანახმად: ზუსტდება, რომ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისას ფიზიკური პირის შემთხვევაში ინდივიდუალ მეწარმედ რეგისტრაცია სავალდებულოა. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების პირობებს ემატება ფიზიკური პირის გარდაცვალება და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის გაუქმება.

ცვლილება იხილეთ შემდეგ ბმულზე: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 05.02.2026 წლის N 38 ბრძანება

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...