Homeააფ-ნიუსებისამსახური დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა...

სამსახური დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების პროექტს აქვეყნებს

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებს განეკუთვნება, მათ შორის, პირის სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებისათვის და მის მიერ კვალიფიკაციის შენარჩუნებისათვის პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და განგრძობითი განათლების სტანდარტის დადგენა, რომლებიც შეესაბამება European Union-ის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს და International Federation of Accountants (IFAC)-ის მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES).

აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურის მიერ შემუშავდა კანონქვემდებარე აქტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში („პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“) ცვლილების შეტანას.

პროექტში ასახულია ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას, პროცედურების უფრო მკაფიოდ განსაზღვრას და განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან (IES) შესაბამისობის უზრუნველყოფას.

სამსახური კანონქვემდებარე აქტის პროექტს საჯაროდ აქვეყნებს იმ პროფესიული წრისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, ვისზეც რეგულაცია პირდაპირ აისახება და ვისი ჩართულობაც დოკუმენტის დახვეწის პროცესში მნიშვნელოვანია. კერძოდ, სამსახური უკუკავშირს ელის აუდიტორებისგან, აუდიტორული ფირმებისგან, პროფესიული ორგანიზაციებისგან (PAO-ები), სასერტიფიკაციო პროგრამების ან/და საგამოცდო პროცესის, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან, საგამოცდო პროცესში ჩართული/დაინტერესებული სუბიექტებისგან, ასევე სერტიფიცირებული ბუღალტრებისა და სერტიფიცირებაზე ორიენტირებული კანდიდატებისგან.

დაინტერესებულ პირებს კომენტარების/რეკომენდაციების წარმოდგენა შეუძლიათ სიახლის გამოქვეყნებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში (მიმდინარე წლის 26 თებერვლის ჩათვლით).

კომენტარების/რეკომენდაციების მოწოდება შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, სამსახურისთვის ელ. წერილის გაგზავნის ფუნქციონალის მეშვეობით (https://saras.gov.ge/ms/), ისე მატერიალურად, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N17ე, X სართული.

საჭიროების შემთხვევაში, სამსახური გამოხატავს მზაობას, გამართოს სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

უკუკავშირის მიზანია, წარმოდგენილი პროექტის ირგვლივ მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, საბოლოო დოკუმენტის დახვეწა და მისი პრაქტიკაში გამოყენების გამარტივება.
იხილეთ, ნორმატიული აქტის პროექტი.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...