Homeააფ-ნიუსებინათია თურნავამ ბრიუსელში სსფ-ის ნიდერლანდები-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში...

ნათია თურნავამ ბრიუსელში სსფ-ის ნიდერლანდები-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, ბელგიის ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც მრავალფუნქციური დისკუსიები მომავალი წლების ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრის შესაძლებლობებს ქმნის.

ღონისძიება ბელგიის ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ერთობლივი ინიციატივაა, რომლის მიზანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდები-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა პლატფორმის შექმნა გლობალური ეკონომიკური ტენდენციების, ფინანსური სტაბილურობის გამოწვევებისა და ცენტრალური ბანკების სამომავლო პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვის მიზნით.

ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ნიდერლანდები-ბელგიის ჯგუფის წევრი ქვეყნების: ბელგიის, ნიდერლანდების, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, კვიპროსის, საქართველოს, ისრაელის, ლუქსემბურგის, მოლდოვის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, სომხეთისა და უკრაინის ცენტრალური ბანკების მმართველები და მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის პირველი სესიის ფარგლებში გამართული საერთო დისკუსიისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოსა და მიმდინარე ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის სტაბილურობას.

„საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და მაღალი ზრდის პარალელურად მაკროეკონომიკური ბალანსი შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდა არ ქმნის ჭარბ ინფლაციურ წნეხს და ზრდის ტემპი გრძელვადიან ტრენდს უბრუნდება. საბაზისო პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა მომდევნო წელს 5%-ის ფარგლებში იქნება“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეზერვების ზრდასა და საგარეო სექტორის მდგრადობაზეც. მისი თქმით, 2025 წელს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა 2.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც სარეზერვო ადეკვატურობის მაჩვენებელს აღემატება.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ფინანსური სექტორის მდგრადობა და ბანკების მზარდი როლი ინოვაციურ ტექნოლოგიებში ზრდის სექტორის ეფექტიანობას, ამაღლებს კონკურენტუნარიანობას და უზრუნველყოფს მზაობას მომავალ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...