Homeააფ-ნიუსებიდაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვივნენ

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვივნენ

Published on

spot_img

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიისა და მომხმარებლის დაცვის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიავაძე და ამავე დეპარტამენტის მომხმარებლის უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ნიკოლაძე. წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამსახურის ფუნქციებსა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ჭრილში, სამსახურის უფლებამოსილებაზე. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს თუ რა უფლებები აქვს დაზღვევის მომხმარებელს მზღვეველთან ურთიერთობის თითოეულ ეტაპზე და რომელ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე უნდა გამახვილდეს ამ კუთხით ყურადღება. 

შეხვედრა, რომელსაც 40-მდე დაინტერესებული პირი დაესწრო,  აუდიტორიასთან უშუალო კომუნიკაციის ფორმატში წარიმართა. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა  მათთვის დაზღვევის მიმართულებით არსებულ აქტუალურ საკითებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, ასევე, დაისახა გამოკვეთილი, პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...