Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

გოგიტა თოდრაძემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

20 თებერვალს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მონაწილება მიიღო  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (SEU) გამართულ კონფერენციაში „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“. 

პანელურ დისკუსიაში თემაზე – „ფინანსური სტრატეგია, ინსტიტუციური ნდობა და რეგულაცია“ გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა სანდო და დროული სტატისტიკური მონაცემების მნიშვნელობაზე ფინანსური პოლიტიკის დაგეგმვისა და ეფექტიანი რეგულაციების შემუშავების პროცესში.

გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ ხარისხიანი ოფიციალური სტატისტიკა წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკონომიკურ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია სტატისტიკურ წარმოებაში აძლიერებს მონაცემთა სიზუსტესა და ხელმისაწვდომობას, რაც საბოლოოდ ზრდის საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ.

დისკუსიის ფარგლებში მან ასევე ისაუბრა ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე, მონაცემთა გაზიარების კულტურის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე, რაც ფინანსური ნდობის ეკოსისტემის გაძლიერების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...