Homeააფ-ნიუსებისამსახურის (SARAS) ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ ფარგლებში...

სამსახურის (SARAS) ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში

Published on

spot_img

ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“. ღონისძიება მიზნად ისახავდა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის ამაღლების, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის, პროფესიული ეთიკისა და ინსტიტუციური დიალოგის გაძლიერებას.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, აზერბაიჯანის ეკონომისტთა კავშირის პრეზიდენტი ზიად სამედზადე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბეჟან წაქაძე.

ნათია თურნავამ გამოსვლაში განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფინანსური ნდობის, ხარისხიანი ანგარიშგებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) როლი ფინანსური ანგარიშგების სისტემის განვითარებაში, ვინაიდან SARAS-ი წარმოადგენს ფინანსური გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული სტანდარტების დაცვის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუციურ საყრდენს ქვეყანაში. ასევე აღინიშნა ეროვნული ბანკისა და SARAS-ის თანამშრომლობა, როგორც ფინანსური სტაბილურობისა და სანდოობის ეკოსისტემის განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „ფინანსური სტრატეგია, ინსტიტუციური ნდობა და რეგულაცია“, რომელშიც მონაწილეობდა SARAS-ის უფროსი დავით მჭედლიძე. თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ფინანსური ანგარიშგების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, ზედამხედველობის პრაქტიკაზე და რეგულაციის როლზე ინსტიტუციური ნდობის ფორმირებაში. ასევე აღნიშნა, რომ ეფექტიანი ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა და ციფრული პროცესების განვითარება წარმოადგენს ფინანსური ეკოსისტემის მდგრადობის საფუძველს. გარდა ამისა, ხაზი გაესვა ანგარიშგების კულტურის გაძლიერების მნიშვნელობასა და პროფესიული საზოგადოების ჩართულობის როლს.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...