Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძემ ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

გოგიტა თოდრაძემ ევროპის სტატისტიკოსთა ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს სხდომაში მონაწილეობდა, რომელიც 25-26 თებერვალს აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სათაო ოფისში გაიმართა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ბიურომ განიხილა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში მიმდინარე პრიორიტეტული მიმართულებები და მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავს როგორც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების სტატისტიკის სისტემების განვითარების ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს.

შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შრომის სტატისტიკის შესახებ რეზოლუციის ეროვნულ დონეზე დანერგვის პროცესი. ბიურომ ასევე იმსჯელა 2026 და 2027 წლებში სიღრმისეული მიმოხილვისთვის შერჩეულ პრიორიტეტულ საკითხებზე, რაც ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის სამუშაო დღის წესრიგს განსაზღვრავს.

ბიურომ აქტიურად იმუშავა 2026 წლის პლენარული სესიის მოსამზადებელ საკითხებზე, როგორიცაა: მიგრაციისა სტატისტიკა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების გავლენა ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებზე, ასევე სტატისტიკური და გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციის პერსპექტივები. აღნიშნული თემები ასახავს გლობალური გამოწვევების ფონზე ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ადაპტაციისა და განვითარების აუცილებლობას.

გოგიტა თოდრაძე ბიუროს წევრად 2025 წლის ივნისში აირჩიეს. ბიუროს კანადის მთავარი სტატისტიკოსი ხელმძღვანელობს, რომლის წევრებიც თოდრაძესთან ერთად არიან ირლანდიის, ესტონეთის, სლოვენიის, მექსიკის და ავსტრალიის სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელები.

ბიუროს მუშაობაში მუდმივი დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ:

• გაეროს სტატისტიკის სამსახურის (UNSD) დირექტორი
• გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სტატისტიკის სამსახურის დირექტორი
• ევროსტატის გენერალური დირექტორი
• საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი სტატისტიკოსი
• ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მთავარი სტატისტიკოსი
• მსოფლიო ბანკის მთავარი სტატისტიკოსი.

დამატებითი ინფორმაცია ბიუროს შესახებ იხილეთ ბმულზე: https://unece.org/statistics/ces/bureau-conference-european-statisticians-ces

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...