Homeსხვაჟურნალი „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ დაჯილდოვდა

ჟურნალი „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ დაჯილდოვდა

Published on

spot_img

„ბუღალტერთა კავშირმა“, რომელიც 2019 წლის მარტშია დაფუძნებული (პრეზიდენტი – ტატა ბერიძე), 2026 წლის 21 თებერვალს რესტორან „ამარე“-ში გამართა ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოების საღამო, ბანკეტთან ერთად. ღონისძიებას დაახლოებით 120 წევრი და მოწვეული სტუმარი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ წარმომადგენლები აზერბაიჯანის, მოლდოვას და ჩრდილოეთ მაკედონიის პროფესიული ორგანიზაციებიდან. საღამო საზეიმო და კეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა.

ღონისძიებაზე, სხვადასხვა პროფესიული მიღწევებისთვის, დაჯილდოვდა რამდენიმე ათეული მონაწილე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მათ შორის დაჯილდოვდა ჟურნალი „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ – „ფინანსური აღრიცხვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.

დიდ მადლობას ვუხდით „ბუღალტერთა კავშირს“ ჩვენი საქმიანობის დაფასებისა და მხარდაჭერისთვის!

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

სხვა სტატიები