Homeააფ-ნიუსებიამოქმედდა ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესი

ამოქმედდა ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესი

Published on

spot_img

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ამოქმედდა სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ“.

ბრძანებით განისაზღვრა ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის განხორციელების წესი. ნორმატიული აქტი ადგენს შესაბამისობის შეფასების სამართლებრივ და პროცედურულ ჩარჩოს, უზრუნველყოფს მიმოხილვის პროცესის გამჭვირვალობასა და ერთიან მიდგომას და ხელს უწყობს ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებას.

მიმოხილვას ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე წარდგენილი და ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული, უახლესი საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ანგარიშგება. საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სამსახური იმოქმედებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ბრძანების მიზანია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სამართლებრივი პროცედურის დადგენა, ანგარიშგების ხარისხის ზრდა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ამაღლების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, ემსახურება სამართალდარღვევათა პრევენციასა და ანგარიშგების სისტემის სანდოობის განმტკიცებას.
ნორმატიული აქტის პროექტი საჯაროდ გამოქვეყნდა უკუკავშირის მიღების მიზნით. მისი შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს, პროფესიული წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები. მიღებული კომენტარებისა და შენიშვნების ანალიზის საფუძველზე, პროექტი გადამუშავდა, რაც უზრუნველყოფს რეგულირების პრაქტიკულ საჭიროებებთან შესაბამისობას და პროფესიული საზოგადოების ჩართულობას.

ბრძანება მნიშვნელოვანია იმ საწარმოებისთვის, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs)) შესაბამისად ამზადებენ ანგარიშგებას. 

ნორმატიული აქტი ადგენს ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების შეფასების სამართლებრივ საფუძველს და განმარტავს მიმოხილვის პროცესთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...