Homeააფ-ნიუსებინათია თურნავა - საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო...

ნათია თურნავა – საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში

Published on

spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას „საქართველოს ბანკს“ კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას.

„საქართველოს ბანკი“, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი და წარმოდგენილია ისეთ გლობალურ კომპანიებთან ერთად, როგორებიცაა – HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.

„ვულოცავ „საქართველოს ბანკს“ ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს არის მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში. ქართული საბანკო სექტორი წლების განმავლობაში წარმატებით ვითარდებოდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის და ინვესტიციებისთვის. სწორედ ქართული საბანკო სექტორი არის ბოლო პერიოდში არაერთი გავლენიანი სარეიტინგო კომპანიისა თუ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან დადებითი შეფასების საგანი. ეროვნული ბანკი როგორც საფინანსო სექტორის რეგულატორი ძალ-ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა იყოს კიდევ უფრო მდგრადი, სანდო და მიმზიდველი“, – განაცხადა ნათია თურნავამ. 

4 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟის დახურვის შემდეგ, საქართველოს ბანკი, როგორც Lion Finance Group-ში შემავალი კომპანია, FTSE 100 ინდექსში შევიდა. ასეულში გადანაცვლებას წინ უძღოდა მუდმივი ტექნოლოგიური განვითარება, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტების შექმნა, მომხმარებელზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა, რეგიონული გაფართოება და სხვა.

Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი. 

Lion Finance Group ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა. 2012 წელს კი იგი FTSE 250-ის წევრი გახდა.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...