Homeააფ-ნიუსებიეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი გერმანიისა და ავსტრიის ცენტრალურ ბანკებში

ეროვნული ბანკის დელეგაციის ვიზიტი გერმანიისა და ავსტრიის ცენტრალურ ბანკებში

Published on

spot_img

ნაღდი ფულის მართვის თანამედროვე სტანდარტების გაცნობისა და გერმანელ და ავსტრიელ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიის ბუნდესბანკსა და ავსტრიის ეროვნულ ბანკში იმყოფებოდა.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა, საბჭოს წევრები – თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი, ასევე საკასო ოპერაციების და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საუბარი შეეხო ცენტრალურ ბანკებში ნაღდი ფულის მიმოქცევასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ნაღდი ფულის დამზადებისა და განადგურების პროცესებზე, ასევე ფულის დამუშავებისა და რეცირკულაციის საკითხებზე.

დელეგაცია ავსტრიის ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვია, სადაც ნაღდი ფულის დამუშავებისა და მართვის პრაქტიკას გაეცნო.

სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...