Homeააფ-ნიუსებისაქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

Published on

spot_img

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.2%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით 2.4% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია თებერვლის მდგომარეობით 3.1%-ს შეადგენს

საბანკო სექტორი

  • იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.6 პპ-ით შემცირდა და წლიური მაჩვენებელი 13.35%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია იანვარში 0.4 პპ-ით შემცირდა და 47.4% შეადგინა
  • იანვარში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.03 პპ-ით, 42.4%-მდე, შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი – საქონლის იმპორტი წლიურად 33.7%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. იანვარში საქონლის იმპორტზე კლების მიმართულებით ძირითადად სამომხმარებლო პროდუქტები მოქმედებდა
  • ექსპორტი – ექსპორტი 19.0%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. იანვარში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიურად ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (14.2 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (6.5 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტის ზრდით
  • იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...