Homeააფ-ნიუსებიდავით ონოფრიშვილმა საფრანგეთში „დაზღვევისა და პენსიების სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

დავით ონოფრიშვილმა საფრანგეთში „დაზღვევისა და პენსიების სამუშაო ჯგუფის“ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

Published on

spot_img

2-4 მარტს, პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფინანსური ბაზრების კვირეულის ფარგლებში, „დაზღვევისა და პენსიების სამუშაო ჯგუფის“ (Working Party on Insurance and Pensions – WPIP) შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და ლიცენზირებისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა ეთერ პაპიაშვილმა. შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი და ზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკადემიური სექტორის ექსპერტებს აერთიანებს. შეხვედრების მიზანია, დაზღვევისა და საპენსიო სექტორის განვითარების აქტუალურ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის განხილვა.

შეხვედრებზე განიხილეს საპენსიო და სადაზღვევო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მნიშვნელოვანი მიმართულებები. მათ შორის, კერძო საპენსიო სისტემების ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესებისა და საპენსიო ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPS) პრინციპების განახლების საკითხები, ასევე, საპენსიო ფონდების მმართველობის გაძლიერების, „value for money“-ს მიდგომებისა და საპენსიო სისტემებში ნებაყოფლობითი შენატანების ზრდის მექანიზმები.

სამუშაო სესიებზე ასევე განიხილეს სიცოცხლის ციკლზე დაფუძნებული საინვესტიციო სტრატეგიები, საპენსიო ინვესტიციების თანამედროვე ტენდენციები და საპენსიო სისტემების ფარგლებში მონაწილეთათვის ფინანსური რჩევის ხელმისაწვდომობის საკითხები. დღის წესრიგი ითვალისწინებდა დაზღვევის სექტორთან დაკავშირებულ თემებსაც, მათ შორის დაზღვევისა და საპენსიო ფონდების კავშირი კაპიტალის ბაზრებთან, სადაზღვევო სექტორში დიგიტალიზაციის გავლენა, ბუნებრივი კატასტროფების რისკების ფინანსური დაცვის მექანიზმები და შეფასების მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო OECD-ის კერძო საპენსიო სისტემების რეგულირების ძირითადი პრინციპების (Core Principles of Private Pension Regulation) განახლების პროცესს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპენსიო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტების შემდგომი დახვეწისა და ჰარმონიზაციის კუთხით.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ღონისძიებაში მონაწილეობს, როგორც საპენსიო ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPS) წევრი. სამსახური, როგორც ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სისტემის ზედამხედველი ორგანო, მესამე პილარის რეფორმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს IOPS-თან და ამ შეხვედრებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, საერთაშორისო გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარების თვალსაზრისით. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება ხელს უწყობს საქართველოს საპენსიო სისტემის შემდგომ განვითარებას, მათ შორის ნებაყოფლობითი (მესამე სვეტის) საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საპენსიო ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPS) პრეზიდენტთან ასტრიდ ლუდინთან (Astrid Ludin) და IOPS-ის სამდივნოს ხელმძღვანელთან დოქტორ დარიუშ სტანკოსთან (Dr. Dariusz Stańko). შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და IOPS-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მესამე სვეტის – კერძო საპენსიო სისტემის რეფორმის პროცესში, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საპენსიო ზედამხედველობის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებსა და საქართველოსა და IOPS-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ შესაძლებლობებს.

სამსახური აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, რათა საქართველოში დაზღვევისა და საპენსიო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მაქსიმალურად იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...