Homeააფ-ნიუსებისაქსტატსა და უნგრეთის სტატისტიკის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქსტატსა და უნგრეთის სტატისტიკის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

Published on

spot_img

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და უნგრეთის სტატისტიკის ცენტრალურ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ქ. ნიუ იორკში, გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიის ფარგლებში, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და უნგრეთის სტატისტიკის ცენტრალური სამსახურის პრეზიდენტმა არონ კინცეშმა მოაწერეს.

ორმხრივი თანამშრომლობა სტატისტიკის სფეროში მოიცავს გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ოფიციალური სტატისტიკის მოდერნიზაცია, სტატისტიკური გამოკვლევების მეთოდოლოგია, კლასიფიკაციები და სტატისტიკური რეესტრები, მეტამონაცემების დამუშავება, ბიზნეს, დემოგრაფიული და სოციალური, მაკროეკონომიკური და გარემოსდაცვითი სტატისტიკა, ასევე სტატისტიკური ინფორმაციული სისტემები და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს მონაცემთა ანალიტიკის თანამედროვე მიდგომების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ინსტრუმენტების გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას.

დოკუმენტი განსაზღვრავს საერთაშორისო და ორმხრივი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი ან კოორდინირებული პროექტების განვითარებასა და განხორციელებას.

საქსტატსა და უნგრეთის სტატისტიკის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ექსპერტების გაცვლას, სასწავლო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას სხვადასხვა მიმართულებით.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...