Homeააფ-ნიუსებიგოგიტა თოდრაძე გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიაში მონაწილეობს

გოგიტა თოდრაძე გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიაში მონაწილეობს

Published on

spot_img

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის 3-6 მარტს ქ. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში იმართება.

გაეროს სტატისტიკის კომისია წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის სფეროში უმაღლესი დონის სამთავრობათაშორისო ფორმატს, რომელიც განსაზღვრავს გლობალურ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიურ ჩარჩოებს. სესიაში მონაწილეობენ გაეროს წევრი ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სამსახურების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სესიის ფარგლებში გოგიტა თოდრაძე სიტყვით გამოდის კომისიის პლენარულ სხდომებზე, მონაწილეობს თემატურ განხილვებში და საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა, ეროვნული ანგარიშები, გარემოსა და კლიმატის ცვლილების სტატისტიკა, სოფლის მეურნეობის სტატისტიკა, ბიზნესისა და ვაჭრობის სტატისტიკა, მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორები და 2030 წლის დღის წესრიგის მონიტორინგი, სტატისტიკური მონაცემებისა და მეტამონაცემების გავრცელება, სტატისტიკის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება, რეგიონული სტატისტიკური თანამშრომლობის განვითარება, სტატისტიკისა და გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაცია, აგრეთვე მონაცემთა მეცნიერებისა და ალტერნატიული მონაცემების გამოყენება ოფიციალურ სტატისტიკაში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი თავის გამოსვლებში ყურადღებას გაახვილებს საქართველოს სტატისტიკის სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციურ და მეთოდოლოგიურ განვითარებაზე, საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციაზე, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტატისტიკური პროდუქტების განვითარებაზე. ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ადმინისტრაციული მონაცემების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პარტნიორი ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელებთან, სადაც განხილული იქნება მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს აქტიური მონაწილეობა გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესიაში უნიკალური შესაძლებლობაა ქვეყნის სტატისტიკური სისტემის საერთაშორისო ინტეგრაციის გასაღრმავებლად და გლობალურ სტატისტიკურ პროცესებში მისი გავლენის გასაძლიერებლად.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...