Homeააფ-ნიუსებიმომხმარებლის დაცვის 2025 წლის შედეგები, დანერგილი სტანდარტები და არსებული გამოწვევები

მომხმარებლის დაცვის 2025 წლის შედეგები, დანერგილი სტანდარტები და არსებული გამოწვევები

Published on

spot_img

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციის კომისიისდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მომხმარებელთა დაცვის რიგით IV საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „მომხმარებლის დაცვის 2025 წლის შედეგები, დანერგილი სტანდარტები და არსებული გამოწვევები“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია წარადგინა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ. დისკუსიის ფარგლებში განხილეს სამსახურის ძირითადი ფუნქციები, დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმები, სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობა, სადაზღვევო სექტორში ეთიკის ზოგადი პრინციპებისა და პროფესიული ქცევის მინიმალური სტანდარტები, დაგეგმილი სიახლეები და არსებული გამოწვევები.

ნინო ნიავაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სადაზღვევო სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები მიმოიხილა.

ამასთან, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა დაზღვევის მიმართულებით ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე: „ფინანსური განათლება საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაში. ყველა ჩვენთაგანის მზადყოფნა, მართოს პირადი ფინანსები, უმეტესწილად განსაზღვრავს ჩვენს ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებას. საქართველოში საზოგადოებას დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცოდნა, ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ დაგეგმოს და მართოს პირადი ფინანსები. მოქალაქის ცნობიერებაზე ბევრია დამოკიდებული, რადგან ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურად ხდება და ამ გადაწყვეტილებებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე.
სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა დაზღვევის თაობაზე ცნობიერების ამაღლებაა, ვინაიდან დაზღვევა წარმოადგენს ფინანსური განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს“, – აღნიშნა ნინო ნიავაძემ.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...