2026 წლის 10 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N15 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 60 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.890%, მაქსიმალური 8.050%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.974%.

