2026 წლის 10 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N16 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10.5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 107 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.390%, მაქსიმალური 9.500%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.441%.

