Homeააფ-ნიუსებიეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულირების წესი შეიმუშავა

ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულირების წესი შეიმუშავა

Published on

spot_img

საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულაცია შეიმუშავა.

წესის დანერგვა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სექტორში რისკების მართვის გაუმჯობესებას.

„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ განისაზღვრება პირველადი შეთავაზების, მათ შორის, გამოშვების წინაპირობები და შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები. ასევე, მომსახურებაში ჩართულ მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.

წესით შემოდის სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები: სტაბილური ვირტუალური აქტივი (მათ შორის ლარის, უცხოური ვალუტის), პირველადი შეთავაზება, სარეზერვო აქტივები, შეთავაზების დოკუმენტი, გამოსყიდვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივი სრულად (100%) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეზერვო აქტივებით. დოკუმენტი ასევე ადგენს სარეზერვო აქტივების კომპოზიციას და სავალდებულო წილობრივ მაჩვენებლებს, განსაზღვრავს კაპიტალის და სარეზერვო აქტივების სეგრეგირებულ შენახვას, სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელთა მოთხოვნის საფუძველზე გამოსყიდვის ვალდებულებას, ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სტანდარტებს. ასევე, შეთავაზების დოკუმენტის აუცილებელ კომპონენტებს, ტექნოლოგიური და საოპერაციო რისკების მართვის და კაპიტალის მოთხოვნებს.

წესი ეფუძნება ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში 2025 წლის 17 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სებ-ს მიენიჭა უფლებამოსილება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ განახორციელოს სრული საზედამხედველო უფლებამოსილება, როგორც პრუდენციული ზედამხედველობის, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებებით.

წესი შესაბამისობაშია სტაბილური ვირტუალური აქტივების რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან. კერძოდ, პროექტის შემუშავებისას შეფასდა სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი მიდგომები. მათ შორის:

  • ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ინიციატივები სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით (Genius Act);
  • ევროკავშირი – Markets in Crypto-Assets (MiCA) რეგულაცია;
  • დუბაი – Virtual Assets Regulatory Authority (VARA)-ს მარეგულირებელი ჩარჩო;
  • დიდი ბრიტანეთი – სტაბილურ აქტივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები;
  • სინგაპური –  სტაბილურ ვირტუალურ აქტივებზე მარეგულირებელი მიდგომები.

ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალები და რეკომენდაციები. საქართველოს ეროვნული ბანკი,  ვირტუალური აქტივების, მათ შორის სტაბილური ვირტუალური აქტივის მარეგულირებელი და საზედამხედველო ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ასევე თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 15 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს...

60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს

კერძოდ, ცვლილება შედის მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან...

შპს „მალთივერს“ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მალთივერს“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404598663) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა...