Homeააფ-ნიუსებიშეხვედრა გარდაბანში მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

შეხვედრა გარდაბანში მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში

Published on

spot_img

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები გარდაბანში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შეხვდნენ. პანელური დისკუსიის ფორმატში, სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ჩხარტიშვილმა ისაუბრა თემაზე – “როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება, ვის მიმართოს და რა ფორმით”. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ასევე, სამსახურის წარმომადგენელმა მერი მაღლაფერიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – “მომხმარებლის მომართვიანობის ანალიტიკა სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით”. პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მომხმარებლის უფლებები, დაზღვევის უპირატესობა და ფინანსური განათლების მნიშვნელობა.

შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...