Homeააფ-ნიუსებიმომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გორში შეხვედრა გაიმართა

მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გორში შეხვედრა გაიმართა

Published on

spot_img

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შედგა, რომლის ორგანიზატორებიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, სემეკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო არიან.

დავით ონოფრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებებისა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, მან იმ მნიშვნელოვან პირობებს გაუსვა ხაზი, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება დაზღვევის მომხმარებელმა სადაზღვევო პროდუქტის შეძენამდე.

პანელური დისკუსიის ფორმატში, სამსახურის წარმომადგენელმა კესარია აფხაზავამ ისაუბრა თემაზე – “როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება, ვის მიმართოს და რა ფორმით”. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენელმა ანა ჩაგარიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – “სამედიცინო დაზღვევიდან გამომდინარე არსებული გამოწვევები”.

პრეზენტაციის ფარგლებში, ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა მომხმარებლის უფლებები სამედიცინო დაზღვევის ჭრილში, ამ პროდუქტთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზები, განზოგადებული საკითხები და სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებები.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...