Homeააფ-ნიუსებისამსახური (SARAS), მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს განახლებული მსს ფასს სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის...

სამსახური (SARAS), მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს განახლებული მსს ფასს სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამას, რის ფარგლებშიც, მიმდინარე წლის 9-11 მარტს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ტრენერთა ტრენინგების (ToT) პირველი ეტაპი ჩატარდა

Published on

spot_img

ტრენინგების სერია დაეთმო სტანდარტში განხორციელებული ცვლილებებისა და პრაქტიკული ასპექტების დეტალურ განხილვას. სტანდარტი 2027 წლიდან შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ საწარმოებს, რომლებსაც ევალებათ მსს ფასს სტანდარტით ანგარიშგების მოზადება, განახლებული სტანდარტით ფინანსური ანგარიშგების მომზადება დაევალებათ 2027 წლის და შემდგომ საანგარიშგებო პერიოდებზე. 

განახლებული სტანდარტის ეფექტურად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამსახურის (SARAS) ინიციატივით, მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო 2025 წელს განახლებული მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტში (მსს ფასს) განხორციელებული ცვლილებების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამა. პროგრამა მრავალეტაპიანია და მიზნად ისახავს 2025 წლის განახლებული მსს ფასს სტანდარტის პრაქტიკაში ეფექტიან და თანმიმდევრულ დანერგვას საქართველოში. პირველ ეტაპზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, 2026 წლის 9-11 მარტს ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის პირველი ეტაპი ინგლისურ ენაზე, რომელიც დაეთმო სტანდარტში განხორციელებული ცვლილებების დეტალურ განხილვასა და პრაქტიკულ ასპექტებს.

ტრენინგების მიზანი იყო ქართველი ტრენერების პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ განახლებული მოთხოვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გაზიარება პროფესიული საზოგადოებისთვის. 

ტრენინგს უძღვებოდა მსოფლიო ბანკის მოწვეული ექსპერტი მაიკ უელსი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ტრენერთა ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი ჩართულობა უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და რეფორმის პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გადამზადებული ტრენერების მიერ საქართველოს მასშტაბით ტრენინგების ჩატარება ქართულ ენაზე, როგორც კოლეგა ტრენერებისთვის, ასევე საწარმოს წარმომადგენლებისთვის. აქტივობების აღნიშნული ციკლი ხელს შეუწყობს ცოდნის სისტემურ გავრცელებას.

პარალელურად მიმდინარეობს განახლებული მსს ფასს სტანდარტისა და შესაბამისი სატრენინგო მასალების თარგმნა. აღნიშნული მასალები ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვას.

განახლებული სტანდარტის დანერგვა მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნის მცირე და საშუალო ზომის საწარმოთათვის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების მომზადება ზრდის გამჭვირვალობას, აუმჯობესებს ფინანსურ სექტორთან ურთიერთობას და ხელს უწყობს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ბოლო ამბები

რას მოიცავს არაბული EAGLE HILLS-ის საინვესტიციო პროექტი საქართველოში

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდებაშია ეჭვმიტანილი

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

C5+1 – ფორმატი, რომლითაც აშშ გავლენას აკარგვინებს რუსეთს

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

საქართველოში ტურიზმის ბრუნვა იზრდება, დარგის პრობლემები არ მცირდება

სტატია გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ბოლო ამბები

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ...

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2026 წლის მარტი)

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი საქართველოში...

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია...