Homeააფ-ნიუსებისამსახურმა (SARAS), AML/CFT მიმართულებით ანგარიშვალდებული პირებისთვის კითხვარი - „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC)...

სამსახურმა (SARAS), AML/CFT მიმართულებით ანგარიშვალდებული პირებისთვის კითხვარი – „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) შეიმუშავა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა (SARAS), AML/CFT ზედამხედველობის მიმართულებით, კითხვარი -„იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) შეიმუშავა.

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, ანგარიშვალდებულ პირებად განისაზღვრებიან საბუღალტრო და აუდიტორული ფირმები, სერტიფიცირებული ბუღალტრები, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრები და აუდიტორები, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ პროფესიულ მომსახურებას.

კითხვარი მიზნად ისახავს, ანგარიშვალდებულ პირებს პრაქტიკული მხარდაჭერა გაეწიოთ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის, მისი მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის, საქმიანობისა და შემოსავლის კანონიერების შეფასების პროცესში. დოკუმენტი ასევე დაეხმარება მათ შესაძლო პირველადი რისკების გამოვლენასა და კლიენტთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების რისკზე დამყარებული მიდგომით შეფასებაში.

კითხვარი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია,რომელიც ემსახურება ანგარიშვალდებული პირების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას და  ხელს უწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...