Homeააფ-ნიუსებიმომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული ბათუმში

მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული ბათუმში

Published on

spot_img

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ბათუმში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კალანდაძემ და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ. ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თავის გამოსვლაში საზოგადოებას გააცნო დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებები და ამ მიმართულებით არსებული სიახლეები.

გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში, სამსახურის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა ისაუბრა თემაზე – “მომხმარებლის უფლებების დაცვა აღსრულების მექანიზმები და დანერგილი სტანდარტები”. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...