Homeააფ-ნიუსებიმომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება წყალტუბოში

მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება წყალტუბოში

Published on

spot_img

წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიება გაიმართა. კვირეული საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. შეხვედრას ესწრებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა საზოგადოებას გააცნო დაზღვევის სფეროში მომხმარებლის ძირითადი უფლებები, ამ კუთხით ფინანსური განათლების მნიშვნელობა და სამსახურის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული სიახლეები და სამომავლო გეგმები.

გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში, იურიდიული დეპარტამენტის მომხმარებლის უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების სამმართველოს უფროსმა მარიამ ნიკოლაძემ ისაუბრა თემაზე – “როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა საკუთარი უფლება – ვის მიმართოს და რა ფორმით”.

ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები განეხილა.

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში შეხვედრები თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში გაიმართა.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...