Homeააფ-ნიუსებისამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ირლანდიაში, აუდიტის ზედამხედველობის, მოკვლევისა და აღსრულების...

სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ირლანდიაში, აუდიტის ზედამხედველობის, მოკვლევისა და აღსრულების მიმართულებით, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა

Published on

spot_img

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8-14 მარტს, ირლანდიის ქალაქ ნაასში, საერთაშორისო სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ.

სასწავლო ინიციატივა მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი ანგარიშგების რეფორმების ცენტრის (CFRR – Centre for Financial and Sustainability Reporting Reform) მიერ, ირლანდიის აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის ზედამხედველობის ორგანოსთან (IAASA – Irish Auditing and Accounting Supervisory Authority) თანამშრომლობით განხორციელდა. ვიზიტის მიზანს საქართველოში ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის გაძლიერება და აღსრულების სისტემის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის (SARAS) წარმომადგენლები გაეცნენ ირლანდიის პრაქტიკას აუდიტის ზედამხედველობის, მოკვლევის, აღსრულებისა და სანქცირების მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებდა კოლეგებს შორის პირდაპირი გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული ცოდნის გაცვლასა და იმ ინსტიტუციური და პრაქტიკული მიდგომების განხილვას, რომლებიც გამოიყენება აუდიტის სფეროს ეფექტიანი ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად.

IAASA-ს წარმომადგენლებმა სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარეს ინსტიტუციური გამოცდილება, მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული ცოდნა. შეხვედრების ფარგლებში გაიმართა სიღრმისეული დისკუსიები აუდიტის ზედამხედველობის მეთოდოლოგიებზე, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხებსა და აღსრულების პროცედურების პრაქტიკულ განხორციელებაზე.

მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამსახური (SARAS) მოკვლევის, აღსრულებისა და სანქცირების მიმართულებით გააგრძელებს შესაბამისი პროცედურების დახვეწასა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს სამსახურის საზედამხედველო ფუნქციების შემდგომ გაძლიერებას, აუდიტის ხარისხის გაუმჯობესებას და მიმდინარე რეფორმის ეფექტიან განხორციელებას.

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...